ქართული | English |

4 მარტი, 2014

 

საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე მსოფლიოს მასშტაბით იმ ათ გამარჯვებულს შორის არის, რომლებიც 2014 წელს  ქალთა სიმამაცისთვის აშშ–ის სახელმწიფო მდივნის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელები გახდნენ.

 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მოქალაქემ ეს ჯილდო მოიპოვა 2007 წელს მისი დაწესების შემდეგ.

 

სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული მსოფლიო ქალთა საკითხებზე მომუშავე სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯილდო აღიარებს ეპისკოპოს გოცირიძის მამაცურ მხარდაჭერას გენდერული თანასწორობის და საქართველოს ყველა უმცირესობის უფლებების თანაბარი დაცვის მიმართ და ასევე აღნიშნავს, რომ ის რელიგიური წრეების ერთ–ერთი პირველი წარმომადგენელი იყო, რომელმაც საქართველოს ლგბტ წარმომადგენლებს მხარდაჭერა გამოუხატა. 

 

აშშ–ის საელჩომ თბილისში განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო აღიარებენ დიდ პასუხისმგებლობას, რომ აღმოიფხვრას შეუმწყნარებლობა ყველა ადამიანის მიმართ, განსაკუთრებით კი მათ მიმართ, ვინც მარგინალიზებულია. აღნიშნული ჯილდო - ნებისმიერი ფორმით გამოვლენილი დისკრიმინაციის და შეუმწყნარებლობის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის სიმბოლოა“. 

 

მედიის განვითარების ფონდი ულოცავს რუსუდან გოცირიძეს ამ საპატიო ჯილდოს მიღებას.

 

უკან
გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2020 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE