ქართული | English |

 

6 მარტს, სახალხო დამცველის ახალქალაქის რეგიონულ ოფისში მედიის განვითარების ფონდმა საარჩევნო პროცესში ქალთა ჩართულობის თემაზე მრგვალი მაგიდა გამართა.

ღონისძიებაში ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, პოლიტიკური პარტიების -"ქართული ოცნება", "თავისუფალი დემოკრატები", "ეროვნული ფორუმი"," ახალი მემარჯვენეები" და "თავისუფალი საქართველო" - რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გაიმართა დისკუსია, რომელიც სამოქალაქო პოლიტიკურ პროცესში ქალთა მონაწილეობას შეეხებოდა. ამასთანავე შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო გამოკითხვის შედეგები, რომელიც პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში ქალთა საჭიროებების სრულფასოვნად ასახვის მიზნით ახალქალაქში თანამშრომლობის ქსელის წევრმა სედა მელქუმიანმა ჩაატარა.

პროექტი "ქალები ცვლილებებისთვის" საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
უკან
გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2017 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE