ქართული | English |

 

ქალები ცვლილებებისთვის

1) თეიმურაზ სირაძე

თეიმურაზი არასამთავრობო ორგანიზაცია "სამხედრო კორესპონდენტთა ასოციასიის" დამფუძნებელია. ამჟამად "ქრონიკა+"-ში მუშაობს. 1996 წლიდან შეიარაღებული კონფლიქტებსა და სამხედრო თემატიკაზე სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემებში წერდა. იყო გაზეთის"სამხედრო" მთავარი რედაქტორი. 16 წლის ასაკში მოხალისედ აფხაზეთში იბრძოდა. თეიმურაზი ექსტრემალია, მისი ჰობია ლიტერატურა და ჰომეოთერაპია. თეიმურაზის ბლოგი "ბატონი ასმეთაური" თამარ მღებრიშვილის შესახებაა.

"მერე რა, რომ, ქალი ვარ. ჯარისკაცები და ქვემდგომი ოფიცრები ბატონო ასმეთაუროთი მომმართავენ. ვატყობ, რომ, ჩემი რიდი და ხათრიც აქვთ. სულ ახლახანს კი მითხრეს, თურმე, ეშინიათ კიდეც ბიჭებს ჩემი, მაგრამ, მე არ ვთვლი, რომ, ეს, ასეა", - ამბობს თამარ მღებრიშვილი. 

თამარ მღებრიშვილი

თამარი 2014 წლის სექტემბრიდან დღემდე ავღანეთში ბაგრამის ბაზაზე მეკავშირე ოფიცრად მსახურობს. 2013 წელს სამშვიდობო მისიით ჰელმანდის პროვინციაში იმყოფებოდა. 2008 წლის თებერვლიდან მე-5 ქვეით ბრიგადაში ოცეულის მეთაურად, ასეულის მეთაურის მოადგილედ, ასეულის მეთაურად, ბატალიონის S-6-ის უფროსად, ბრიგადის G-6-ის დაგეგმარების ოფიცრად მსახურობდა. 2012 წელს იტალიაში, ნატოს სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიები შეისწავლა. 2007-2008 წლებში თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი გაიარა. სამხედრო სფეროთი კი სახელმწიფოუნივერსიტეტისჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლისას, ბეჭდურ მედიაში პრაქტიკული კურსის გავლის დროს დაინტერესდა. დიპლომიც სამხედრო ჟურნალისტიკის თემატიკაზე დაიცვა. მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში. თამარ მღებრიშვილი გენერლობაზე ოცნებობს.

 
 

2) მანანა  მამაგულაშვილი 

მანანა თელავიდანაა. იგი საინფორმაციო ცენტრების ქსელის კორესპონდენტია. ჟურნალისტის პროფესიას ი.გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაეუფლა. დაინტერესებულია ტელე-ვიდეო გადაღებით.მანანამ ვიდეო ბლოგი პანკისელი ლუიზა მუთოშვილის შესახებ მოამზადა.

"მე არ მინდა ვიცოდე იმ თავისუფლების შესახებ, თუ არ მექნება თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა", - ამბობს ლუიზა მუთოშვილი. 

 

ლუიზა მუთოშვილი

ლუიზა რესპუბლიკური პარტიის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" პროგრამის ფარგლებში დუისის სკოლაში, ხოლო კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის (KRDF) პროგრამისფარგლებში წინუბნის სკოლაში ქართულ ენას ასწავლის.
 

 

 

3) ნანა ბაგალიშვილი

 

ნანა 2014 წლის ბლოგერების კონკურსის გამარჯვებული ლიდერი ქალია. იგი არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ინიციატივის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრია. ნანას თაოსნობით წნორში არაერთი სამოქალაქო ინიციატივა და აქტივობა განხორციელდა. მისი ინიციატივით შეიქმნა„წნორის საინიციატივო ჯგუფი", რომელიც მუნიციპალიტეტშიგადაწყვეტილებებისმიღების პროცესში ახალგაზრდების საკითხების ადვოკატირებას და სხვადასხვაკულტურულ-საგანმანათლებლოაქტოვობებს ახორციელებს, მათ შორისაა ფესტივალი "ქიზიყური შემოდგომა".

"რა მინდა ცხოვრებაში?
თანასწორობა! თანასწორობა! თანასწორობა და ადამიანეაბის ნიჭების აღმოჩენა იმისთვის, რომ - „მე", „შენ", „ჩვენ", „ის" და „ისინი" საბოლოოდ გავხდეთ „მთლიანი ჩვენ" და ერთად ვაკეთოთ საქმე, რაც ჩვენს კეთილ დღეობას/კეთილმყოფობას გამოადგება.
კიდევ, მინდა, რომ ყველა ბავშვს, მოზარდსა თუ ზრდასრულს ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა. მუდმივად მინდა იზრდებოდნენ ჩემი ცის ქვეშეთის ადამიანებში და ამ პროცესის რამდენადმე ხელშემწყობი მეც ვიყო", - ამბობს ნანა.
მისი გმირი კი ქეთევან ხიდაშელია.
„ქალს სოფლად საზოგადოება უნდა დაეხმაროს, შემცირდეს სტერეოტიპები მისი როლის მიმართ. თითქოს ერი და ბერი შევთანხმდით, რომ ქალი ადამიანია პირველ რიგში და მერე – ქალი, მაგრამ აქვთ ცვლილების შიში, უნდათ ცვლილება, მაგრამ სწავლა – არა, სურთ ცვლილება, თუმცა სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეჭიდებიან ნეგატიურ სტერეოტიპებს…", - ამბობს ქეთევანი.  

ქეთევან  ხიდაშელი

ქეთევანი თვლის, რომ მისი სამოქალაქოაქტივისტად ჩამოყალიბებისპირველი ეტაპიმას შემდეგ დაიწყო, რაც ოჯახთან ერთად თბილისიდან საცხოვრებლად ოზურგეთში,სოფელ დვაბზუში გადავიდა.ფონდტასოს პროგრამების ფარგლებში ქალთა ეკონომიკური და სოციალური გაძლიერების მიზნით, არაერთი პროექტი განახორციელა. 2010წელს კი არასამთავრობოორგანიზცია "ქალებირეგიონის განვითარებისთვის”დააფუძნა. 

 

 

 

4) ლიკა ენუქიძე

 ლიკა ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გადაცემა"ქრონიკის” სტაჟიორიჟურნალისტია. კინომცოდნეობის პროფესიას შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსტეტში ხელოვნებისა და სოციალურმეცნიერებათა ფაკულტეტზე დაეუფლა. 2014 წელს დაამთავრაბ. პატარკაციშვილის სახელობის ჟურნალისტიკის სკოლა. გავლილი აქვს PR School-ის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი.სხვადასხვა დროსმუშაობდა ეროვნულსკრინინგ ცენტრში,ასევე საპატრიარქოს ტელევიაზია ”ერთსულოვნებაში”.

"ისინი დღეს ცეკვის ხასიათზე არიან. რეაბილიტაცია ქართული ხალხური მუსიკის თანხლებითაა – ხელის მოძრაობა პოსტოპერაციული შეშუპების მოსახსნელადაა აუცილებელი. მათი ასაკი 40-დან 75 წლამდეა. შეუპოვარი სული სხეულს აჯანსაღებს...

ახლა თინა ბერუჩაშვილი მარტო აღარაა, ის 300-ზე მეტ თანამებრძოლთან ერთად სხვა ქალების ცხოვრების შეცვლისთვის იბრძვის", - წერს ლიკა ენუქიძე თინა ბერუჩაშვილის შესახებ, რომელიცძუძუს კიბოსდიაგნოზით ნაოპერაციევი ქალბატონების გაერთიანების"გამარჯვებულ ქალთა კლუბის" დამფუძნებელია. 

 

თინა ბერუჩაშვილი ეროვნული სკრინინგ ცენტრის გენერალური მენეჯერია. მისი ინიციატივით, 2009 წელს დაფუძნდა „გამარჯვებულ ქალთა კლუბი", რომელიც ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევ ქალბატონებს აერთიანებს. კლუბის მიზანია ონკოპაციენტების მხარდაჭერა, მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და სოციალიზაცია. 2011 წელს მას ვარშავაში ნდობისა და აღიარებისათვის მე-6 საერთაშორისო ჯილდო "ოქროს ბუ" გადაეცა.

 

 

5) შორენა  ტყეშელაშვილი 

შორენა ინტერნეტ-გაზეთ "მასწავლებელის” ბლოგერია. იგი პროფესიით ჟურნალისტია. დაამთვრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი. რადიო "ძველ ქალაქში" დილის პროგრამის წამყვანად მუშაობდა, ასევე ამზადებდა გადაცემას ახალგაზრდების თემატიკაზე.

”ძალზედ უაყოფითი რეაქცია აქვსყველას გენდერულ თანასწორობაზე, განსაკუთრებით თუკი ფემინიზმს ახსენებ. ყველას ჰგონია, რომეს მარტო ქალების პრობლემაა დაარა მთლიანად საზოგადოების, ზოგი ამაში საერთოდ ვერხედავს ვერანაირ პრობლემას”, - ამბობს შორენას ბლოგის გმირი, საზოგადოებრივი მოძრაობა "დაინახე, გაიგე, დაარღვიე დუმილი”-ს დამფუძნებელი ელენე კვერნაძე. 

ელენე კვერნაძე

ელენე საქართველოს გაეროსასოციაციაში პროგრამების ოფიცერია. არასამთავრობო ორგანიზაციის გარდა, ის აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა და გენდერზე და ფემინიზმზე ლექციებს კითხულობს. განათლება ამერიკაში,ვებერის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის განხრით მიიღო. ელენემ საზოგადოებრივი მოძრაობა "დაინახე, გაიგე, დაარღვიე დუმილი” დააფუძნა.

 

 

 

 

 6) ლადო  გოგოლაძე 

 

ლადო სურამიდანაა. ის ”კვირისპალიტრის” ჟურნალისტია. სოხუმის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. ლადომ ბლოგი თავისი სკოლის ისტორიის პედაგოგზე, ნათელა გოგოლაძეზე მოამზადა.
"ნათელა მასწავლებლის გაკვეთილზე გავიგეთ, რომ ქალი იგივე უფლებით სარგებლობს, როგორც კაცი, ისიც გავიგეთ, რომ ჰომოფობია ყველაზე საშინელი სენია და ჰომოფობი ადამიანი ვერასოდეს შექმნის ისეთ ძლიერ სახელმწიფოს, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ გქვონდეს", - წერს ლადო ნათელა გოგოლაძის შესახებ. 

 

ნათელა  გოგოლაძე

ნათელა გოგოლაძემ 1977 წელს გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა და სურამის მესამესაშუალო სკოლისისტორიის პედაგოგად დაიწყო მუშაობა. აკადემიური განათლების გარდა, ის მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერებაზეც აქტიურად ზრუნავს და მათ სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას ცდილობს. მან სურამის სკოლაში თეატრალური წრე "ბუდრუგანა" დაარსა, სპექტაკლიდან შემოსული თანხებით კი შეზღუდული შესაძლებლობის პირებს ეხმარებოდა.

 

 

 7) სალომე  ბენიძე 

 სალომე არასამთავორობო ორგანიზაცია ქალთასაინფორმაციო ცენტრისკომუნიკაციის სპეციალისტი და ინტერნეტგაზეთ www.mastsavlebeli.ge-ს ბლოგერია.სხვადასხვა დროსსწავლობდა თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტში, ვილნიუსის უნივერსიტეტში და თესალონიკის ალექსანდრეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჟურნალისტიკის, პოლიტიკური მეცნიერებების და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. არის რამდენიმეწიგნის ავტორი,ლიტერატურული პრემია„საბას" 2012 წლისლაურეატი, ასეველიტერატურული პრემია„საბას" და„წინანდლის პრემიის" 2014 წლის ნომინანტი.მისი მოთხრობები შესულია კრებულებში „15 საუკეთესო მოთხრობა2013" და „15 საუკეთესო მოთხრობა2014". როგორც მხატვრულილიტერატურის მთარგმნელი, აქტიურად თანამშრომლობს რამდენიმე გამომცემლობასთან.

"2008 წლის ომის პერიოდის გახსენება მარიკას არ უყვარს... ახალგაზრდა მასწავლებელი სწორედ მაშინ მიხვდა, რომ სიცოცხლეზე ძვირფასი ამ ქვეყნად არაფერია და ცოტა ხანში აქტიურად შეუდგა საქმიანობას იმისთვის, რომ სხვების ცხოვრება გაეხადა უკეთესი, ვიდრე მანამდე იყო",- წერს სალომე მარიკა ბუჩუკურის შესახებ.  

მარიკა  ბუჩუკური

2009 წლამდე მარიკა ერთი რიგითი მასწავლებელი იყო. აქტიური სათემო მუშაკი მას შემდეგ გახდა, რაც სოფელ ტირძნისში ფონდი „ტასოს" წარმომადგენლები ჩავიდნენ და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში ჩაერთო. დღეს მარიკა „შიდა ქართლის სათემო ფონდს მშვიდობისა და განვითარებისათვის" ხელმძღვანელობს, პარალელურად, გაეროს ადამიანის უფლებათა დამკვირვებელი და კოალიციის „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის" წევრია.

 

 

 

8) ქრისტინე მაღლაკელიძე

ქრისტინე ქუთაისიდანაა. ის ადგილობრივ თუსაერთაშორისო  პროექტებსა  და  პროგრამებში  აქტიურად   მონაწილეობს:  იმერეთი,  რაჭა  ლეჩხუმი  და ქვემო  სვანეთის  მიკრო  და  მცირე   მეწარმეობის   ხელშეწყობის პროგრამის  ადმინისტრატორია,  ასევე „ევროკავშირის კ ინოფესტივალი 2015"პროექტის ქუთაისის კოორდინატორია. ქრისტინე მედია სკოლის  მსმენელებისთვის  ადამიანის  უფლებების  სალექციო კურსს ხელმძღვანელობს. იურიდიულ განათებას აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაეუფლა.
 

"ციალამ იცის, რომ თუ გასულ წელს სკოლაში 5 ბოშა ბავშვის გაშვება მოახერხა, წელს ეს რაოდენობა 10-მდე უნდა გაზარდოს. ერთადერთი რამ, რაც ახლა აწუხებს, არის მემკვიდრე, რომელიც მის საქმეს გააგრძელებს და ვინც ჯერ ვერ გამოზარდა. ასევე დარდობს ფერების გამო, რომელიც ნელ-ნელა ბოშა ქალების ჩაცმულობიდან ქრება", - წერს ქრისტინე მაღლაკელიძე ციალა ჩხარტიშვილზე. 

 

ციალა ჩხარტიშვილი

ქალბატონი ციალა ქუთაისიდან არის. ის ბოშა ბავშვების ინტეგრირებაზე და მათ სასკოლო განათლებაზე ზრუნავს.  სხვადასხვა  დროს  ასრულებდა  თარჯიმნის  ფუნქციას  სამართალდამცავი   და   სასამართლო   სტრუქტურებისთვის.  ფლობსრუსულ, გერმანულდა ბოშურენებს.

 

 

 

 

9 ) სალომე მოდებაძე   

სალომე  არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა საინფორმაციო ცენტრის"ჟურნალისტია.  ჟურნალისტიკაში სამაგისტრო კურსი საქართველოსსაზოგადოებრივ საქმეთაინსტიტუტში გაიარასხვადასხვა დროს  მუშაობდა ინგლისურენოვანი გაზეთის "მესენჯერის"  ჟურნალისტად და აღმასრულებელ რედაქტორადპრაკტიკა "რადიო თავისუფლებისქართულ სამსახურშიპრაღაში გაიარამონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სოციალურპროექტებში ( პროექტი"აუდიო წიგნები უსინათლოებისთვისდა Go Group Media- პროექტი"ჟურნალისტები მშვიდობიანი კავკასიისთვის"). 2013 წელსსალომე მშვიდობი სჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზზე წარადგინეს.

"ადამიანს აქვს გააზრებული ცხოვრების და გაუაზრებელი ცხოვრების პერიოდი. აუაზრებელიაალბათმაშინროცა თავად ვერ წეტ, თავად ვერ ცვლი და დინებას მიყვები”- ამობს სალომეს ბლოგის გმირი ნანა ნერსეზაშვილი. 

                          

                                      

 

მანანა ნერსეზაშვილი

მანანა სათემო ორგანიზაცია ,,ლელის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. კახეთის სოფელლელიანის ახალგაზრდებთან ერთად შექმნილი „ლელი" დიდი სახლია, სადაც ნებისმიერი ადამიანი თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.ის თემის მობილიზებითა და არაფორმალური განათლების გზით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, სოფლად მცხოვრებ ქალთა გაძლიერებას და სხვადასხვა საზოგადოებრივ ატივობებს უკვე რვა წელია რაც ახორციელებს.

 

 

 

10) სალომე ბელქანია

 სალომე  პროფესიით  ჟურნალისტია.  პროფესიულ  ცოდნას  თბილისის  სახელმწიფო   უნივერსიტეტში  დაეუფლაპრაქტიკული  კურსი  სხვადასხვამედია საშუალებებში აქვს გავლილიუყვარს ლაშქრობა.

"ლელა ფსიქოლოგად და ევრითმისტად მუშაობსფიზიკურ სავარჯიშოებს აკეთებინებს და  რჩევებს  აძლევს  ყველას,  ვისაც  დახმარება  სჭირდება,  ყველას,  ვინც  განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებსყველას,  ვისაც  სკოლაში შესვლა უნდადა უბრალოდ ყველასვისაც დახმარება  სჭირდება", - წერს სალომე ლელა ფრანგულაშვილზე. 

ლელა ფრანგულაშვილი

 ლელა ფრანგულაშვილი ფსიქოლოგიდა ევრითმისტია. სოციალური თერაპიისსახლში განსაკუთრებული ზრუნვის საჭიროების მქონე ადამიანებთან მუშაობს. ამასთანავე თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის თანამშრომელია.

 

 

 

 

 

 


 

ჩემი ლიდერი ქალი

1. ხატია ღოღობერიძე, თბილისი

 

    

 

ხატია ახალი ამბების სააგენტო Frontnews-ის ჟურნალისტია. ბათუმის სახლმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამაგისტრო კურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიში გაიარა. სხვადასხვა დროს მუშაობდა საინფორმაციო პორტალ news.ge-ში, ინტერნეტ გამოცემა netgazeti-სა და გაზეთ "ბათუმელებში”. პროფესიულ უნარ ჩვევები სხვადასხვა კურსების მეშვეობით გაიღრმავა; მათ შორის, მედია სკოლასა და  ჯიპას ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიის სკოლაში. დაინტერესებულია თანამედროვე ფოტოგრაფიით.

 

არინა თავაქარიშვილი, გორი


 „მე მინდა ისეთი თვითმმართველობა, სადაც ადამიანი იძულებული არ იქნება ცენტრში გადავიდეს საცხოვრებლად. საქართველოს ბედი თბილისში წყდება, მაგრამ ისტორიულად საქართველო მხარეების ქვეყანაა და ლიდერები მხარეებიდან მოდიან. მე მინდა ადგილზე იყვნენ ლიდერები და ამით აღიმართოს სახელმწიფოს მშენებლობის პირამიდა. ადამიანი შენთან უნდა იყო ლიდერი, აქედან აწვდიდე წინსვლას და არა ცენტრის და ცნობილი სახეების მეშვეობით. შენში უნდა იყოს ლიდერობა, აზროვნებით უნდა იყო ლიდერი. უნდა შეგეძლოს არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა. პროგრესი ყოველთვის პოპულარობას არ მოითხოვს. ოდესღაც ამ ქვეყანას გონიერება და აზროვნება დასჭირდება და ეს არ უნდა იყოს ძალიან შორს“ .


 

2. ავტორი: მაია მოსიაშვილი, რუსთავი

 

 

პროფესიით ჟურნალისტი  ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია “მერსი ქორფსში” მუშაობს. აქვს სამოქალაქო სექტორსა და მედიაში საქმიანობის მრავალმხირვი გამოცდილება. საგამოძიებო ჟურნალისტიკაში საუკეთესო სტატიისთვის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", ხოლო თვითმმართველობის  აქტუალურ საკითხებზე საუკეთესო პუბლიკაციისთვის - "კივიტას გეორგიას" კონკურსების გამარჯვებულია. არის რუსთავის 22-ე საშუალო სკოლის სამეურვეო საბჭოს და სახალხო დამცველთან არსებული “პოლიციაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს” წევრი.


 

ოლგა ენდელაძე, მარნეული


„ნებისმიერი ადამიანი ელოდება, რომ მისი ცხოვრება მომავალში უკეთესი იქნება. და თუ ფიქრობ, რომ გამოუვალ მდგომრეობაში ხარ და არაფრის შეცვლა არ შეგიძლია, დეპრესიაში ვარდები. სწორედ აქედან იწყება შენი, როგორც პიროვნების, დეგრადაცია. თუმცა ყოველთვის არის დრო, რომ შეჩერდე, დაფიქრდე და არჩევანი გააკეთო, არჩევანი უკეთესი ცხოვრების სასარგებლოდ“.


3. ავტორი: ნათია კარანაძე, თბილისი

 


ნათია საპატრიარქოს ტელევიზია  ”ერთსულოვნების” გადაცემა  ”კვირიაკეს” ჟურნალისტია.  დაიბადა სამტრედიაში, სწავლა ჯერ თბილისის საბანკო - იურიდიულ ლიცეუმში, ხოლო  2011 წელს  ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებელის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში განაგრძო.

 

 

 

 

 

 

ნინო ქათამაძე, თბილისი 

 

"დავიბადე ქალაქ ტყიბულში. ვსწავლობდი ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ”ფილოლოგიურ ფაკულტეტზე”. უნივერსიტეტი დავამთავრე წითელ დიპლომზე. არაადაპტირებული გარემოს გამო ვერ ვახერხებ სკოლაში მუშაობას. 2001 წელს საცხოვრებლად გადმოვედი თბილისში. მაძიებლობის კურსი  კერძო სკოლა ”ბინულში” გავიარე.


"ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მიუხედავად ამისა, ვარ აქტიური ადამიანი. ვფიქრობ, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია. ჩემი აზრით, საჭიროა პრობლემის სწორი კუთხით დანახვა და შემდეგ დასახული მიზნისკენ სწრაფვა."

 


4. ავტორი: თამუნა ჯანჯულია, გალი

 

 

თამუნა გალიდანაა. იგი მომავალი ჟურნალისტია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჟურნალისტიკის განხრით  სწავლობს,  4+1 პროგრამით მოხვდა.  

გატაცებულია ფოტოგრაფიით.

 

 


 

ნატო ბენდელიანი, თაგილონი

 

"აფხაზეთის #1 სკოლა" - ასე უწოდებენ სასწავლებელს, რადგან აქ ბავშვები  აფხაზეთიდან , ძირითადად კი გალიდან, სწავლობენ.


ნატოს ერთ-ერთი თანამშრომელი სოფო ყვება: "მიუხედავად იმისა, რომ ნატო 50 წლისაა, იგი მამაცი და ჭკვიანი ქალია. ის ერთადერთია, რომელიც ყოველდღე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოდის, რათა ბავშვებს საშუალო განათლება მისცეს. არ არსებობს, რომ სამსახური გააცდინოს. ასეთი დირექტორები ძალზედ ცოტაა. მოხარული ვარ, რომ თანამშრომლები ვართ. იგი მარტო მოსწავლეებს ხომ არ ასწავლის, ის ჩვენც გვაძლევს მაგალითს." 


 

5. ავტორი: ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

 

 

ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის შესახებ ხშირად "სამხრეთის კარიბჭის" მეშვეობით ვიგებთ. 2013 წელს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ გაზეთი მინერათის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კვალიფიციურად გაშუქების გამო ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოთი დააჯილდოვა. ამ გამოცემის რედაქტორი ნინო   ნარმანიშვილია, რომელსაც  სხვადასხვა დროს  როგორც მედიაში, ასევე არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. 

 

 

 

მარინა მოდებაძე, ახალციხე

 

„ბავშვობაში მინდოდა ექიმი ვყოფილიყავი, ფაქტობრივად ვარ კიდეც ექიმი, ვეხმარები ყველას,  ვისაც ეს სჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა რა კუთხით – ვთვლი, რომ ეს ჩემი მისიაა და ვახორციელებ“.

 

 

6. ავტორი: ანა კოპალიანი, თბილისი

 



ანა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ლიტერატურული ურთიერთობების პროფილის დოქტორანტია. სამეცნიერო და პედაგოგიური აქტივობების გარდა, მთარგმნელობითი საქმიანობითაც არის დაკავებული. საუკეთესო თარგმანისთვის რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია. არის  ინტერნეტ-ბიბლიოთეკის ,,ლიბ.გე”-ს რედკოლეგიის წევრია. უყვარს ინტელექტუალური თამაშები, თეატრი, კინემატოგრაფია და ჯაზი.

 

 


 

საიდა ნოვრუზოვა, გარდაბანი, სართიჭალა

 

,,ადრე სირცხვილი იყო ქალის სწავლა, ახლა, მე რომ ვსწავლობ, სხვებსაც მოუნდათ ჩემს სოფელში... ახლა ინგლისურს ვისწავლი. მერე ისევ ვისწავლი, სტომატოლოგი უნდა გავხდე, ჩემს სოფელში ვიმუშავებ, ჩემი ფული მექნება, ვერავინ დამჩაგრავს!"


 

7. ავტორი: თამარ კურატიშვილი, თბილისი      

 



მომავალი ჟურნალისტი პროფესიას ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეუფლება. ამჟამად მე-4 კურსის სტუდენტია.  სტაჟირება ჟურნალ “ანიმა"-ში  გაიარა. უყვარს ისტორია და კლასიკური მხატვრული ლიტერატურა, დაინტერესებულია ფოტოგრაფიით და ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკით.

 

 

ნანა ბაგალიშვილი, წნორი

 

„გავერთიანდით იმიტომ, რომ “სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამიდან” წნორისთვის გამოყოფილი 88 919 ლარიდან მოგვეთხოვა თანხა წნორის სტადიონის რეაბილიტაციისთვის; წნორის სკვერში საბავშვო ატრაქციონებისა და გამწვანებისთვის; კვენაკლის სკვერის და სტადიონის გარე განათებისთვის. სპეციალურად ამ დღისთვის, ახალგაზრდები ჩამოვიდნენ თბილისიდან და დღეს უსაზღვროდ ამაყი ვარ, რომ წნორელი ვარ!.. ჩემი ქმედებით ჩემსავე თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ გარანტები იმისა, თუ როგორ გარემოში მოგვიწევს ცხოვრება... ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ის გარემო, რომელშიც თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ."

 


8. ავტორი: იზოლდა ნოზაძე, თბილისი

 



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   ჟურნალისტის პროფესიას ეუფლება.გავლილი აქვს  სტაჟირება რადიო "თავისფულების" მედია სკოლაში, ხოლო პროფესიული პრაქტიკა აჭარის ტელევიზიის თბილისის ბიუროს საინფორმაციო სამსახურსა და ტელეკომპანია "იმედში".

 

 

 

ნუნუ გავაშელი, სოფელ ღები, რაჭა

 

 ის ადამიანია, რომელიც გამონათქვამს - "სწავლა სიბერემდეო" მთლიანად ამართლებს. სწავლობს, რომ ასწავლოს... როგორც თავად ამობობს, სოფლის მიტოვება აზრად არ მოსვლია. ამბობს, რომ სპეციალობით ქიმიისა და ბიოლოგის სპეციალისტია, თუმცა იმ ხანებში სკოლაში ამ საგნის მასწავლებლები უკვე ჰყავდათ. 2000-იან წლებში სოფელში გერმანულის მასწავლებლის ადგილი გათავისუფლდა. რა უნდა ექნა? ადგა და დაიწყო გერმანულის სწავლა. გერმანული წიგნების კითხვაც რომ შეძლო, სკოლის დირექტორს შანსის მიცემა სთხოვა. მას შემდეგ ათი წელი გავიდა და დღემდე გერმანულს მასწავლებელია.

 

 

9. ავტორი: რაფიკ აბაჯიანი, ახალქალაქი

 

 

პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგი  არასამთავრობო ორგანიზაციების "EKOLIFE"-ის გამგეობის თავმჯდომარე და "სამოქალაქო განათლება სამართლებრივი სახელმწიფოსთვის" წევრია. გავლილი აქვს ევროპულ უმცირესობათა ცენტრის ტრენინგები ადვოკატირებასა და კომუნიკაციაში. 

 

 

 

 

სედა მელქუმიანი, ახალქალაქი

 

"სათქმელია რამე - თქვი, ორგანიზებაა საჭირო - გაუკეთე ორგანიზება, მოსათხოვია რამე -  მოითხოვე. სხვა ადამიანებს შესაძლებლობების კარი უნდა გაუხსნა, ხოლო ისინი მათ როგორ გამოიყენებენ, ან საერთოდ გამოიყენებენ თუ არა, ეს მათი არჩევანია. მე ადამიანი ვარ და არა სიმბოლო, არც ძეგლი და არც პლაკატი. მე შემიძლია მივიღო გადაწყვეტილება და მასზე ვაგო პასუხი".

 

 

10. ავტორი: ნინა მარიკიანი, ნინოწმინდა

 

 

ნინა ნინოწმინდის რაიონიდანაა. მან სოფელ ეშტიის სკოლა ვერცხლის მედალზე დაამთავრა, რის შემდეგაც 1+4  პროგრამით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა.   ნინა სამოქალაქო აქტივიზმის თბილისის ახალგაზრდული ცენტრის წევრია.  

 

 

 

კარმენ ოვსეპიანი, ნინოწმინდა

 

1+4  პროგრამით   თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. სოფლის სკოლაში, სადაც თვითონ სწავლობდა, ბიოლოგის  დამატებით გაკვეთილებს ატარებს.  გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, ის საზოგადოებრივი აქტივობებითაც არის დაკავებული: სკოლის ბავშვებთან ერთად დაასუფთავა სოფლის რვა სასმელი წყლის წყარო, სადაც მოსახლეობა ნაგავს ყრიდა.  ყოველთვის ამბობს, რომ აპირებს სწავლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდეს სოფელში და მთელი თავისი ცოდნა გამოიყენოს სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის.

 

  

 





გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2017 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE