ქართული | English |

18 აპრილი, 2015


18 აპრილს სასტუმრო რედისონში ბლოგერების  კონკურსში გამარჯვებულთა და ლიდერი ქალების დაჯილდოვების ტრადიციული ცერემონია გაიმართა.


2015 წლის ბლოგერების კონკურსის შედეგად შემდეგი გამარჯვებული ლიდერი ქალები და ბლოგრები გამოვლინდნენ: ავღანეთში ბაგრამის სამხედრო ბაზის მეკავშირე ოფიცერი თამარ მღებრიშვილი, რომელზეც ბლოგი თეიმურაზ სირაძემ მოამზადა; რესპუბლიკური პარტიის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლუიზა მუთოშვილი (პანკისი), ბლოგერი -  საინფორმაციო ცენტრების  ქსელის კორესპონდენტი მანანა მამაგულაშვილი; ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუდან - არასამთავრობო ორგანიზცია “ქალები რეგიონის განვითარებისთვის” წარმომადგენელი ქეთი ხიდაშელი, ბლოგერი - ნანა ბაგალიშვილი; „გამარჯვებულ ქალთა  კლუბის“ დამფუძნებელი თინა ბერუჩაშვილი, ბლოგერი ლიკა ენუქიძე; გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი, საზოგადოებრივი მოძრაობა “დაინახე, გაიგე, დაარღვიე დუმილის” დამფუძნებელი ელენე კვერნაძე, ბლოგერი - შორენა ტყეშელაშვილი; სურამის მესამე საშუალო სკოლის ისტორიის პედაგოგი, ნათელა გოგოლაძე, ბლოგის ავტორი - ლადო გოგოლაძე ; „მშვიდობისა და განვითარებისათვის შიდა ქართლის სათემო ფონდის“ ხელმძღვანელი და გაეროს ადამიანის უფლებათა დამკვირვებელი, მარიკა ბუჩუკური, ბლოგერი - სალომე ბენიძე;  ციალა ჩხარტიშვილი  ქუთაისიდან, რომელიც ბოშა ბავშვების ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს,  ბლოგის ავტორი - ქრისტნე მაღლაკელიძე; სათემო ორგანიზაცია "ლელის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მანანა ნერსეზაშვილი, ბლოგერი - სალომე მოდებაძე; ფსიქოლოგი და ევრითმისტი ლელა ფრანგულაშვილი, ბლოგერი -  სალომე ბელქანია.


ბლოგერების კონკურსს, რომლის მიზანია ადგილობრივი ლიდერი ქალების გამოვლენა და საზოგადოებისთვის გაცნობა, მედიის განვითარების ფონდი მეორე წელია ატარებს.  გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლბაში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელი, ნინო ცინცაძე; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის კავკასიური სკოლის წარმომადგენელი, თიკო ცომაია; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნინო დანელაია; საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ქეთი ქარდავა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო პროგრამა - "კურიერის" წამყვანი, ნელი აგირბა შედიოდნენ.


პროექტი „ქალები ცვლილებებისთვის“ „საარჩევნო სისტემების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით განხორციელდა. 

უკან
გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2017 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE