ქართული | English |

 

 

მედიის განვითარების ფონდი აქტიურად თანამშრომლობს აკადემიურ ინსტიტუტებთან ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გენდერული საკითხების სწავლების ინტეგრირების მიზნით. მომავალში ამ მიზნით, უნივერსიტეტების მედია სკოლებთან თანამშრომლობით, ორგანიზაცია მედიაში გენდერული საკითხების გაშუქების ხელშეწყობის აქტივობებს გეგმავს.

 

2011 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და კომუნიკაციის პროგრამის ფარგლებში მრავალფეროვნების გაშუქების სწავლება მედიის განვითარების ფონდის მიერ გენდერულ საკითხებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე ხდებოდა.

 

ორგანიზაცია რეგულარულად აწყობს შეხვედრებს ივანე ჯავახიშვილის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში გენდერული თემატიკის აქტუალიზაციის მიზნით.

 

MDF-ის ექსპერტები სისტემატიურად ატარებენ ტრენინგებს ჟურნალისტებისთვის მედიაში გენდერული საკითხების გაშუქების პროფესიული სტანდარტების და თვითრეგულირების მექანიზმების შესახებ.

 


ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა
ტრენინგი UNESCO-ს ეგიდით
ტრენინგების ციკლი UNDP-ის ეგიდით
გენდერული თანასწორობის ქსელი
დისკუსია: ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა
დისკუსია კლუბ „ფრონტლაინ ჯორჯიაში“
გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2017 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE