ქართული | English |

15 დეკემბერი, 2013

 

გამოვიდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი პუბლიკაცია "გენდერმედიატორი". გამოცემის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიაში გენდერული საკითხების პროფესიულად გაშუქებას; ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე გააცნოს მოქმედ და მომავალ ჟურნალისტებს ამ სფეროს მარეგულირებელი ნორმები და პროფესიული სტანდარტები; ასევე ხელი შეუწყოს თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტურ დანერგვას, რაც გენდერულ საკითხებზე მედია გაშუქების ხარისხის ამაღლების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

აღნიშნული პუბლიკაციის გამოცემა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის UNESCO-სა და საქართველოს იუნესკოს ეროვნული კომისიის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

უკან
გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2020 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE