ქართული | English |

25 მარტი, 2013

 

25 მარტს მრავალპარტიული დემოკრატიისათვის ნიდერლანდების ინსტიტუტის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობამ (NIMD) გამართა დისკუსია თემაზე – „გენდერული თანასწორობის პრობლემატიკის გაშუქება ქართულ მედიაში“.


მედიის განვითარების ფონდის ექსპერტმა, ქეთევან მსხილაძემ დისკუსიის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელიც ორგანიზაციი მიერ 2011 და 2012 წლებში ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლენილ პრობლემებს ასახავდა. ქალბატონმა ქეთიმ ხაზი გაუსვა ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს კერძოდ, რომ ხშირად ქალთა გაშუქება მედიაში ხდება მხოლოდ მსხვერპლის სახით და მეორე, რომ არსებობს "ქალის" და "მამაკაცის" თემების ცნება, რაც გულისხმობს ქალების მიერ მხოლოდ მსუბუქ თემებზე საუბარს მაგალითად – კულტურა, მოდა, ამინდი, სამზარეულო და სხვა.


დისკუსიაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდა განეხილათ ზემოაღნიშნული საკითხები და თანამშრომლობის შესაძლო საშუალებები.

 


უკან
გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2020 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE