ქართული | English |

1903-1991


დაიბადა 1903 წლის 19 თებერვალს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის ქალთა მეორე გიმნაზია. აკაკი ფაღავას თეატრალური სტუდიის დამთავრების შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში მოღვაწეობდა.


დაქორწინდა რეჟისორ სანდრო ახმეტელზე. განსაკუთრებული ტრიუმფი  უცხოეთში ემიგრირებული გრიგოლ რობაქიძის "ლამარას" სცენურმა ვერსიამ მოუტანა, რომელიც სანდრო ახმეტელმა დადგა. საბჭოთა ხელისუფლებამ სპექტაკლი ნაციონალური სულის მკაფიო გამოხატულებად მიიჩნია, თუმცა  სანდრო ახმეტელმა მოთხოვნის  მიუხედავად, სპექტაკლი სცენიდან არ მოხსნა.  ბერიას უშუალო ბრძანების საფუძველზე, 1930 წელს რუსთაველის თეატრი საზღვარგარეთ გასტროლებზე აღარ გაუშვეს.


თამარ წულუკიძისა და სანდრო ახმეტელის ოჯახი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა. კომუნისტურმა რეჟიმმა სანდრო ახმეტელი ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა. მას ტროცკისტულ-ზინოვიევური ორგანიზაციის წევრობა და ხელოვნების სფეროში მავნებლური საქმიანობაც ედებოდა ბრალად: კერძოდ, სხვა რესპუბლიკების ეროვნული თეატრების ხელმძღვანელობის ხელშეწყობით, მეამბოხეთა სამხედრო დაჯგუფებების შექმნა ბაქოში, სოხუმში, გროზნოსა და თბილისში. რეჟისორს ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ფიზიკური განადგურებაც ბრალდებოდა. საბჭოთა რეჟიმმა სანდრო ახმეტელთან ერთად მისი მეუღლე თამარ წულუკიძეც დააპატიმრა. 1937 წელს სანდრო ახმეტელს - დახვრეტა, ხოლო თამარ წულუკიძეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მათი რეაბილიტაცია 1956 წლის 11 თებერვალს საბჭოთა კავშირის უმაღესი უმაღლესო სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ მოხდა.

 

 

საქართველოს ეროვნული არქივი:


მოგონება რეჟისორ სანდრო ახმეტელზე, რადიოგადაცემა, 22 აპრილი, 1967. 


[აუდიო ფრაგმენტი]

 

 


უკან
გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2019 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE