ქართული | English |

1896 -1968


დაიბადა 1896 წლის 16 ოქტომბერს ყვარელში. განათლება ჯერ ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე მიიღო, შემდეგ კი ჯერ ნ. მიხალკოვის, ხოლო შემდეგ ნ. ხოდოტოვის დრამატულ სტუდიებში დაეუფლა სასცენო ხელოვნებას. იყო კოტე მარჯანიშვილის მოწაფე. თამაშობდა რუსთაველის, ქუთაისის, სოხუმის თეატრებში. მისი ადრეული როლებიდან აღსანიშნავია ლაურენსიას სახე მარჯანიშვილის მიერ 1922 წელს დადგმულ ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყაროში“. 1926 წლიდან იღებდნენ კინოშიც. თამაშობდა „დინა და ძაძუში“ თავადის ქალს, „ქეთო და კოტეში“ - ხანუმას და სხვა.


გარდაიცვალა1968 წლის 20 აპრილს.

 


საქართველოს ეროვნული არქივი:


მოგონება: პირველი შეხვედრა კოტე მარჯანიშვილთან, 1962.


[აუდიო ფრაგმენტი]


საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტო.

 


უკან
გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2019 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE