ქართული | English |

1840-1884

 

გაზეთ "დროების" ცნობით, მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოში ორჯერ იმუგზაურა ევროპაში "პირველ მოგზაურ ქალად" ცნობილმა კარლა სერენამ.

 

კარლა სერენას ნაშრომი "კავკასიური ესკიზები", რომელიც 1844 წლით არის დათარიღებული, შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას, ასევე ჩანახატებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ეთნოგრაფიული, რელიგიური მრავალფეროვნების შესახებ. წიგნში ვხვდებით ახალციხის, ბორჯომის, გორის ლანდშაფტებს, ადამიანთა პორტრეტებსა და მათი ყოველდღიური ყოფის ამსახველ ჩანახატებს.

 

ქართველი მეცნიერებისთვის ინფორმაციული თვალსაზრისით ღირებული აღმოჩნდა კარლა სერენას ჩანაწერები ბედიის ბარძიმის დაკარგული ფეხის შესახებ, რომელიც მან აფხაზეთში მოგზაურობის შედეგად დატოვა.

 

კარლა სერენას მოგზაურობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ასახულია მის ნაშრომებში: "მარტო სტეპებში: ჩემი მოგზაურობის ეპიზოდები კალმუკების და ყირგიზების ქვეყანაში", "ადამიანები და საგნები სპარსეთში", "ჩემი მოგზაურობა ბალტიის ზღვიდან კასპიის ზღვამდე".

 

დროება  #63, 25 მარტი,1882

 

ჩვენს ქვეყანაში ორჯერ მოგზაურობდა გამოჩენილი მოგზაური-ქალი კარლა სერენა. ამ მხნე ქალს, რომელიც ასე თამამად დადიოდა ჩვენი მხრისა  და სპარსეთის უდაბურ ადგილებში დაუმზადებია ახლა ვრცელი აღწერა თავის კავკასიაში მოგზაურობისა და სურათებით აბეჭდინებს პარიჟში. ერთს  ფრანცუზულ გაზეთში ამ კარლა სერენაზედ იწერებიან:

 

ამ დღეებში მოვიდა კავკასიიდამ პარიჟში დაუღალავი მოგზაური ქალი კარლა სერენა და მოიტანა თან მრავალი ფოტოგრაფიული სურათები კავკასიის ბუნებისა და ხალხებისა; ეს სურათები ჩართული იქნება იმის თხზულებაში „კავკასია“ , რომლის გამოცემასაც ის უკვე შეუდგა.

 

„დიდი პატივისცემით მიიღეს ეს ქალი ევროპაში: იტალიის კაროლმა იმისთვის დიდი ოქროს მენდალი ჩამოასხმევინა. ლონდონის გეოგრაფილ საზოგადოებამ სთხოვა იმას წაიკითხოს საზოგადო ლექცია თავის  მოგზაურობიდამ. იმის ორი საინტერესო თხზულება, ერთი“ ბალტიის ზღვიდამ კასპიის  ზღვამდე“ და მეორე „ევროპელი ქალი სპარსეთში“ იტალიურ ენაზე გადათარგმნეს“.

 


გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2017 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE