ქართული | English |

19 ივნისი, 2014, თბილისი

 

19 ივნისს, სასტუმრო "რადისონში" მედიის განვითარების ფონდმა  ბლოგერების კონკურსში  "ჩემი ლიდერი ქალი" გამარჯვებული 10 ბლოგერის და 10 ლიდერი ქალის დაჯილდოვების ცერემონია გამართა.


სპეციალური პრიზები და სერთიფიკატები კონკურსში გამარჯვებულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ, UNICEF--ის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა მაია ქურციკიძემ, "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა,   ტოლერანტობის ცენტრის  ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა, კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლის ლექტორმა თიკო ცომაიამ, გაეროს ასოციაციის ხელმძღვანელმა  რამაზ აფციაურმა გადასცეს.


კონკურსში გამარჯვებულმა ბლოგერებმა ხატია ღოღობერიძემ, მაია მოსიაშვილმა, ნათია კარანაძემ, თამუნა ჯანჯულიამ, ნინო ნარიმანიშვილმა, ანა კოპალიანმა, თამარ კურატიშვილმა, იზოლდა ნოზაძემ, რაფიკ აბაჯიანმა, ნინა მარიკიანმა მოამზადეს ბლოგები არინა თავაქარიშვილის (გორი), ოლგა ენდელაძის (მარნეული), ნინო ქათამაძის (თბილისი), ნატო ბენდელიანის (თაგილო), მარინა მოდებაძის (ახალციხე), საიდა ნოვრუზოვას  (გარდაბანი, სართიჭალა), ნანა ბაგალიშვილის (წნორი), ნუნუ გავაშელის (სოფელ ღები, რაჭა), სედა მელქუმიანის (ახალქალაქი) და კარმენ ოვსეპიანის  (ნინოწმინდა) შესახებ.


კონკურსის მიზანი იყო დემოკრატიულ მმართველობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდა და ადგილობრივი ლიდერი ქალების გამოვლენა.


კონკურსი სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. 

უკან
გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2020 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE