ქართული | English |

20 დეკემბერი, 2013


20 დეკემბერს მედიის განვითარების ფონდმა MDF ფრონტლაინ კლუბში ქართულ მედიაში სიძულვილის ენის და დისკრიმინაციული გამოხატვის მედია მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა. 

 

მონიტორინგი, რომელიც ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასა და სიძულვილის ენაზე დაკვირვებას ისახავდა მიზნად, 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო რეკომენდაციები მედიის, პროფესიული და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, ასევე მედიის განვითარების ფონდისა და საქართველოს დემოკრატიული ინიცატივის (GDI) ერთობლივი რეკომენდაცია პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის მიმართ ქსენოფობიასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმების შექმნის შესახებ. 

 

პროექტი ”ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ საქართველოს გაეროს ასოციაციისა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.


უკან
გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2020 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE