ქართული | English |

 

 

ჭეშმარიტი დემოკრატია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას გულისხმობს. მედიას შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს გენდერული თანასწორობის და პლურალისტური საზოგადოების დამკვიდრების პროცესში. თუმცა, ამავე დროს მედიას ძალუძს კიდევ უფრო გააღრმავოს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და ინკლუზიური საზოგადოების ნაცვლად, კარჩაკეტილობა წაახალისოს.

 

გენდერის თემა უშუალოდ უკავშირდება საზოგადოების ჰარმონიულ განვითარებას და ინდივიდის როლს ამ პროცესში. ცხადია, რომ სწორედ ადამიანი არის პროგრესის მთავარი მამოძრავებელიც და ამ მოძრაობის მიზანიც.

 

მედიის განვითარების ფონდი _ MDF მედიის პროფესიულ და ღია საზოგადოებრივ ღირებულებებზე, საზოგადოებრივ როლზე საჯარო დებატებისა და ტრენინგების ხელშეწყობის, ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის გენდერული თანასწორობის, შესახებ მოქალაქეთა ცოდნის გაღრმავების, ასევე კვლევებისა და მედია მონიტორინგის გზით თანასწორობის იდეის დამკვიდრებას და მედიის პროფესიულ და ინსტიტუცი- ონალურ განვითარებას ისახავს მიზნად.

გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2017 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE