ქართული | English |

 

მედიის განვითარების ფონდი, MDF 2008 წლის აპრილში, პროფესიონალ ჟურნალისტთა ჯგუფის მიერ დაფუძნდა.

 

ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებებია: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ეთიკური ჟურნალისტიკის დამკვიდრება და პროფესიული სტანდარტების ამაღლება; მედია-მრავალფეროვნების ხელშეწყობა; გენდერული თანასწორობის დამკვიდრება; თვითრეგულირების ინსტიტუციონალიზაცია და მედიის მომხმარებელთა გააქტიურება; მედია-განათლების პროცესის სრულყოფა; ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა; მედიის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. 

 

ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გენდერული თემატიკა და გენდერული თანასწორობის მიღწევაში მედიის, როგორც მედიატორის ფუნქციის ხელშეწყობაა. ამ მიზნით შეიქმნა პორტალი გენდერმედიატორი, სადაც ამ მიმართულებით მედიის განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული აქტივობები აისახება.

 

მედიის განვითარების ფონდი გენდერულ საკითხებზე კვლევით და საგანმანათლებლო  საქმიანობას ეწევა. ახდენს ქალთა უფლებების ადვოკატირებას მედიის თვითრეგულირების ორგანოებში; ატარებს ტრენინგებს, შეხვედრებს, საჯარო დისკუსიებს, შემოქმედებით კონკურსებს. გამოსცემს სასწავლო და პროფესიულ ლიტერატურას, აწარმოებს საგანმანათლებლო კამპანიებს, ასევე ახდენს ახალგაზრდების მობილიზებას სამოქალაქო თუ საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელების მიზნით.

 


გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2017 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE