ქართული | English |

17 ნოემბერს, ფრონტლაინ კლუბში "ქალთა მოძრაობის" პრეზენტაცია გაიმართა. მოძრაობა ყველა იმ ადამიანს აერთიანებს, ვისთვისაც გენდერული თანასწორობა და  ქალების უფლებები მნიშვნელოვანია.


პრეზენტაციას მოძრაობის აქტივისტები, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები დაესწრნენ.


მოძრაობის წევრები ბოლო დროს ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტებზე პროტესტს გამოთქვამენ და 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  საქართველოს 17 ქალაქში აქციის გამართვას გეგმავენ, რომელსაც აქტივისტები სომხეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან შეურთდებიან.


ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ მოძრაობას "მედიის განვითარების ფონდი" უერთდება.

უკან
გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2017 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE