ქართული | English |

1889— 1973


დაიბადა 1889 წელს გურიაში, სოფელ დვაბზუში.


სწავლობდა ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიაში, რა დროსაც აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში. აკრძალული ლიტერატურისა და ხელნაწერი გაზეთების გავრცელების გამო, სკოლიდან გარიცხეს.   აქტიურად იყო ჩართული 1905-1906 წლებში თბილისში რევოლუციურ გამოსვლებში.


1919 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან საქართველოს დამფუძნებელ კრებაში აირჩიეს. იყო სახალხო განათლებისა და სარედაქციო კომისიების წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემის შემდეგ, 1922 წლის 25 თებერვალს, ქვეყნის გასაბჭოების წლისთავის პროტესტის ნიშნად, ჩიტო შარაშიძის თაოსნობითა და მისი მოსწავლეების მონაწილეობით, თბილისის მეათე პედაგოგიური ტექნიკუმი გაიფიცა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იგი რამდენჯერმე დააპატიმრეს, რეპრესიებში მისი ოჯახიც მოყვა.


ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1940 წლიდან ივ. ჯავახიშვილისა და ს. ჯანაშიას მიწვევით, ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერების გადმოღება-შესწავლაზე მუშაობდა, 1941-1964 წლებში კი - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებასა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიაში. მოამზადა მნიშვნელოვანი ისტორიული ნაშრომები ქართული ბეჭდვითი სიტყვის, ასევე ხევისა და სამხრეთ საქართველოს ისტორიების შესახებ.

 


თეატრი და ცხოვრება #1, 1914 

 

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძის ლექცია _ „ქართველი ქალი ახალ ქართულ მწერლობაში“, რომელიც 2 მარტს, კვირა დილით, ქართულ თეატრში წაიკითხა, ფრიად შინაარსიანი გამოდგა და საზოგადოებაზე შთაბეჭდილება მოახდინა. სასურველია გამოიცეს.


უკან
გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2019 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE