ქართული | English |

30 იანვარი, 2014

 

30 იანვარს, ცესკოს გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი კომისია იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით საქმიანობენ. შეხვედრაზე, რომელიც ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა, ის  აქტივობები განიხილეს, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ქალთა საარჩევნო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიმართულებით ახორციელებს. მუდმივმოქმედმა კომისიამ ასევე მოისმინა ამ სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები და რეკომენდაციები. კომისიის წევრებმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით უწყების სამომავლო გეგმებიც გააცნეს. მხარეებმა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში უკვე არსებულ გამოცდილებაზეც ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს კი სამომავლო აქტიური თანამშრომლობის გზები დასახეს.

უკან
გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2020 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE