ქართული | English |

1892-1956


1912 დაამთავრა ფოთის ქალთა გიმნაზია. სასცენო მოღვაწეობას 20–იანი წლებიდან შეუდგა. 1920–26 მუშაობდა რუსთაველის სახელობის თეატრში, 1926–28 – თბილისის “წითელ თეატრში”, 1928–56 – კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.


შესრულებული აქვს შემდეგი როლები: სალიხე (ნ. ნაკაშიძის “ვინ არის დამნაშავე?”), კაროჟნა (დ. კლდიაშვილის “დარისპანის გასაჭირი”), მაკა (შ. დადიანის “კაკალ გულში”), დარეჯანი (ი. ჭავჭავაძის “კაცია–ადამიანი?!”), ანა ანდრეევნა (გოგოლის “რევიზორი”), მარსელინა (ბომარშეს “ფიგაროს ქორწინება”),  ლირსა (პ. კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი), მარინე (“ქრისტინე”), კნეინა (“ქეთო და კოტე”, 1948), ეფროსინე (“ჭრიჭინა”, 1953) და სხვა.


საქართველოს ეროვნული არქივი:


მსახიობ ნუცა ჩხეიძის მოგონება.


[აუდიო ფრაგმენტი]


საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტო.


უკან
გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2019 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE