ქართული | English |

1874-1948


დაიბადა 1874 წელს სოფელ ცხრაწყაროში, გენერლის სპირიდონ მაჭავარიანის ოჯახში. განათლება ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში მიიღო. განსაკუთრებული ვოკალური ნიჭით ბავშვობიდან გამოირჩეოდა. მისი  შესაძლებლობით  მოხიბლულმა აკაკი წერეთელმა 1895 წელს “სულიკოს” გამოქვეყნების შემდეგ ვარინკას ლექსისთვის მუსიკის შეთხზვა თხოვა, რაც ლეგენდარული სიმღერის შექმნის საფუძველი გახდა. 


იგი აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. 1909 წელს ზესტაფონში “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოები” გახსნა, რომელსაც თავმჯდომარეობდა.  საკუთარ სახლში, სოფელ ცხრაწყაროში  კი სკოლაც გახსნა.

 

ვარინკა წერეთელს სულიკოს საავტორო უფლებებისთვის ბრძოლა მოუხდა. 1937 წელს მოსკოვში ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე ა. მეგრელიძის მეჩონგურე ქალთა ანსამბლის მიერ შესრულებული “სულიკო"  ხალხურ სიმღერად იყო წარმოდგენილი და არა ვარინკა წერეთლის ნაწარმოებად. მართალია, კომპოზიტორთა კავ­შირმა პოზიტიური დასკვნა მიიღო, თუმცა სიმღერის ავტორი არცერთ სანოტო გამოცემაშია მოხსენიებული. 

 

საქართველოს ეროვნული არქივი:


სიმღერა “სულიკო” ვარინკა წერეთლის შესრულებით [აუდიო ჩანაწერი]

უკან
გამოიწერე
  

 

 

 

                                        კონკურსი ბლოგერებისთვის


  © 2019 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE